სიახლეები „საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში"

28.02.2014 01:10

„საქართველოს ნოტარიუსთა პალატა" მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს. როგორც ნოტარიუსი ციალა კაციაშვილი განმარტავს, ამიერიდან ყველა ნოტარიუსი ჩართული იქნება ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ნოტარიუსთან ვიზიტის დაგეგმვა ინტერნეტით; მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საშუალება ექნებათ „სკაიპის" საშუალებით დაუკავშირდნენ ნოტარიუსს და გააფორმონ სხვადასხვა საჭირო საბუთები. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1fOY1ah

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო