თელავში აქცია -„ეს შენ გეხება" გაიმართა


თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია - „ეს შენ გეხება\" გამართეს.
აქციის მიზანია ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სფეროში არსებული სტატუსქვოს შეცვლა და სისტემური გარანტიების შექმნა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით სამართალდამცავი უწყებების თვითნებობა გამოირიცხოს.
აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს სპეციალური ბუკლეტები დაურიგეს. დღესვე შეგროვდა ხელმოწერები მიყურადების და თვალთვალის წინააღმდეგ, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტს გაეგზავნება.
კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრების, აქციებისა და კონფერენციების ჩატარება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1mhuLxd

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან