ნიკო ფიროსმანის ნახატი სოტბის აუქციონზე


სოტბის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი, „ქართველი ქალი ლეჩაქით“ გამოჩნდა. ნამუშევარი რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, თუმცა, მითითებულია, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია.

ნახატის ფასი 500 - 700 000 ფუნტი სტერლინგია. ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ნამუშევრის ფიქსირებული ფასი დაბალია. სოტბის აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ სოტბის ცალკე ქართული სექცია არ აქვს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან