საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი


საქართველოსთვის ისტორიულ მომენტში ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაცია სულ უფრო ინტენსიური ხდება.
პრემიერის ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელში ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება, რომელიც ევროკომისრებს და ევროპარლამენტარებს უნდა შეხვდეს. ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ყველა შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ ახლა იწერება საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე ევროკომისიის დასკვნა. შეფასებითი დოკუმენტი თავისი რეკომენდაციებით, სავარაუდოდ 15 ივნისისთვის გამოქვეყნდება და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. საქართველოს პირველმა დიპლომატმა ევროკომისრებს და ევროპარლამენტის წევრებს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანაში გატარებული რეფორმები დეტალურად უნდა გააცნოს და პირადად კიდევ ერთხელ დაარწმუნოს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.​

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან