საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ნაწილი - მმართველმა პარტიამ საკუთარი მხარდამჭერები დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრიბა.
მუსიკალური ნომრები, ლიდერების სიტყვით მიმართვები და მთავარი გზავნილები არჩევნების მეორე ტურის წინ - ასეთი იყო ერთსაათიანი აქცია, რომელსაც თავად „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეკრებას უწოდებს. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა სულ ექვსი გამოსვლა მოისმინეს. ამომრჩევლებს მიმართეს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის თავმჯდომარემ, თბილისის და რუსთავის მერობის კანდიდატებმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა. მაქსიმალური მობილიზება შაბათს საარჩევნო ყუთებთან და უარი „ნაციონალურ მოძრაობას“, - ასეთი იყო გამოსვლების მთავარი აქცენტები. გამოსვლებს თან სდევდა თითქმის ყველა ლიდერის განსაკუთრებით მწვავე რიტორიკა ყოფილი მმართველი პარტიის მისამართით. სცენიდან მიმართეს ციხეში მყოფ ყოფილ პრეზიდენტსაც.
მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით - აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ყველა რეგიონიდან შეიკრიბნენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ აქციაზე ხალხი იძულებით მიიყვანეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.