დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში - ვითარება გზებზე


დიდთოვლობაა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. დიდთოვლობის გამო დილიდან დაიწყო როგორც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ასევე, მუნიციპალიტეტების ქუჩების. გზების წმენდის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია უკვე აღუდგა. თოვლის საფარი უმეტეს სოფელში ერთ მეტრს აღწევს. 

დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს საავტომობილო ავტომაგისტრალებზე. გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯვარი-ლასდილის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ნაქერალას უღელტეხილზე, ფარავნის უღელტეხილსა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამასთანავე, მამისონის უღელტეხილზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსულია დიდი კლდოვანი მასა, რის გამოც, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გარკვეულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  ინტენსიური თოვის შედეგად შეფერხებებია თელავი- ვაზიანი- გომბორის საავტომობილო გზაზე. უღელტეხილზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის. აღნიშნულ მონაკვეთზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. დილიდან შეფერხებით მუშაობს თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან