არჩევნებს „მრავალეროვანი საქართველოც" აკვირდებოდა

12.07.2014 01:10

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო", თვითმმართველობის არჩევნებს კახეთის რეგიონის მასშტაბით აკვირდება. თელავში მათი მხრიდან სულ 26 დამკვირვებელია. აქედან 20 უბანს, 1 საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო 5 მობილურ ჯგუფს აკვირდება. საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვან საქართველოს," ახმეტაში სულ 6, ხოლო ყვარელში 20 დამკვირვებელი ჰყავს, რომელიც საარჩევნო უბნების გახსნიდან საარჩევნო პროცედურების დასრულებამდე იმუშავებენ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1jCyQN0

გაზიარება: