უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკართან

12.08.2019 03:23

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი სამიზნე. გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებლებს საკუთარი მიწის ნაკვეთების და სახლების დაკარგვის შიში აქვთ. საფრთხე 7 აგვისტოს შემდეგ გაჩნდა. სწორედ ამ დღეს ჩავიდნენ ოკუპირებული დისევის მოსაზღვრე სოფელში რუსი სამხედროები, რომლებმაც ახალი მავთულხლართების და ხელოვნური ბარიერების აღმართვა დაიწყეს. სოფლის განაპირას რკინის ბოძები უკვე დამონტაჟებულია. თუ უკანონო სამუშაოები გაგრძელდება, რამდენიმე ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდება. ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას განაგრძობს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში 7 აგვისტოს შემდეგ აღარ გამოჩენილან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო