20-21 ივნისის აქციაზე დაკავებულების საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. პროკურორის განცხადებით, პოლიციელები, რომლებმაც ჩვენება მისცეს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და ისინი აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ფლობენ ინფორმაციას. დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეებმა აქციის დეტალები გაიხსენეს, თუმცა კონკრეტულად დაკავებულების ბრალეულობაზე ვერ საუბრობენ. 20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
20-21 ივნისის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს 20-21 ივნისის საქმეზე 4 ადამიანის დაკავების კადრებს ავრც...
TV IMEDI
20-21 ივნისის მოვლენების ამსახველი კადრები, პოლიციამ მოსამარ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ქრონიკა 14:00 საათზე - 5 ივლისი, 2019 წელი
TV IMEDI
31
აქციაზე დაკავებულების საქმის განხილვა გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შალვა ნათელაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ემპათიის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster