აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - VI სერია

10/17/2020

საფარის მონასტრის ტკივილიანი მდგომარეობის აღწერისას ალექსანდრე ფრონელი სამცხე-საათაბაგოს საფაშოდ ქცევისა და ათაბაგთა გამუსლიმების ამბებსაც იხსენებს.

სტუდია „ეპოქა“ - „დაკარგული წიგნები“ - აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი

პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.
მესხეთი - დიდებული და განადგურებული, ბრწყინვალე და ცრემლის მომგვრელი, სიამაყისა და ტკივილის ერთდროულად გამღვიძებელი - იყო უდიდესი სიყვარული ალექსანდრე ყიფშიძისა, რომელიც ასზე მეტი წლის წინათ ფრონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის წიგნებს.
„დიდებული მესხეთი“ არის ნარკვევებისა და ჩანაწერების თბილი, დამაფიქრებელი, წუხილითა და იმედით გაჯერებული კრებული. სწორედ ალექსანდრე ფრონელის საუკუნის წინანდელ მესხეთში გვამოგზაურებს აკა მორჩილაძე.
პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი
რეჟისორი – გიორგი ებრალიძე

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/dakarguli-wignebi/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/33kzDvm
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://bit.ly/33olCgk
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.