აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - VII სერია
ხერთვისის ციხე ვაჩნაძეთა ძველი სიმაგრეა, საიდანაც ხშირად იმედით იყურებოდნენ საქართველოსკენ და მეფე ერეკლესაც ალბათ არ ჰქონია იმაზე დიდი ოცნება, რომ ახალციხის საფაშო წაეშალა რუკიდან და დიდებული მესხეთი მშობლიურ წიაღში დაებრუნებინა. სტუდია „ეპოქა“ - „დაკარგული წიგნები“ - აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული. მესხეთი - დიდებული და განადგურებული, ბრწყინვალე და ცრემლის მომგვრელი, სიამაყისა და ტკივილის ერთდროულად გამღვიძებელი - იყო უდიდესი სიყვარული ალექსანდრე ყიფშიძისა, რომელიც ასზე მეტი წლის წინათ ფრონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის წიგნებს. „დიდებული მესხეთი“ არის ნარკვევებისა და ჩანაწერების თბილი, დამაფიქრებელი, წუხილითა და იმედით გაჯერებული კრებული. სწორედ ალექსანდრე ფრონელის საუკუნის წინანდელ მესხეთში გვამოგზაურებს აკა მორჩილაძე. პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი რეჟისორი – გიორგი ებრალიძე ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/dakarguli-wignebi/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/33kzDvm გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://bit.ly/33olCgk ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - გიორგი ლეონიძის „ბესიკ...
არნოლდ ზისერმანის „25 წელი კავკასიაში“ (VII სერია) აკა მორჩი...
აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - IV სერია
აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - II სერია
აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - V სერია
აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - X სერია
აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - VI სერია