„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა - პოლიტიკური შეფასებები


აქციები, ბოიკოტი და საერთაშორისო ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“ - ასეთია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა. პარტია უკვე მეოთხე დღეა საგანგებო რეჟიმზეა გადასული. დღეიდან პროტესტი დაიწყება რეგიონებში. დღეს 13 საათზე - ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან პარალელურ რეჟიმში გაიმართება სოლიდარობის აქციები. პარტიის თავმჯდომარემ დააანონსა, რომ პროტესტი იქნება ასევე ხვალ და ზეგ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში. გარდა აქციებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა მანდატების დატოვებას ჯერ არ აპირებენ. მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაა და აქციები და ბოიკოტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მმართველი პარტიის წევრების შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ არ გაამართლა, რადგან აქციებზე ხალხის შეკრებასაც ვერ ახერხებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან