30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან


ქვეყანა 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების დროს დაღუპულებს იხსენებს.

შეკრების ადგილი უცვლელია - რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ზუსტად 30 წლის წინ, შემზარავი ტრაგედიის ადგილად იქცა. 21 მსხვერპლს შორის იყო 17 ქალი, მათ შორის რამდენიმე მოსწავლე.

დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან დილიდან მოქალაქეები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ტიტებით მიდიან. ყვავილით, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა.

მემორიალთან შეკრებილებმა დღეს ბევრი ისაუბრეს 30 წლის წინანდელი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების თავგანწირვაზე და იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა გარდამტეხმა დღემ ქვეყნის მომავალზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან