პრეზენტაცია ტერიტორიული რეზერვის შესახებ

19.08.2019 01:08

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ტერიტორიული რეზერვის შესახებ პრეზენტაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარადგინეს. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა რეზერვის მნიშვნელობასა და პროექტის შესახებ ისაუბრეს. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა. დაგეგმილია ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან წეროვანში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: