ნეტო აღრიცხვის სისტემაში ცვლილებები შევიდა


ნეტო აღრიცხვის სისტემაში ცვლილებები შევიდა. სემეკის გადაწყვეტილებით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა დღეიდან მომხმარებელთა ჯგუფსაც შეეძლება. მაგალითად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, უბანს, დასახლებას ან სოფელს.

მომხმარებლები საჭირო ენერგიას გამოიყენებენ, ჭარბ რაოდენობას კი გამანაწილებელ ქსელს მიაწვდიან. ამ ელექტროენერგიის გამოყენება მათ სხვა პერიოდში შეეძლებათ.

სემეკმა ნეტო აღრიცხვის სისტემა საქართველოში 2016 წელს დანერგა. დღემდე ამ სისტემაში 80 მომხმარებელია ჩართული. მიზანი კი ალტერნატიული ენერგიის გამოყენების წახალისებაა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან