თბილისში საავტორო უფლებების ევროპის კომიტეტის სხდომა ჩატარდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საავტორო უფლებების ევროპული კომიტეტის სხომის გახსნას დაესწრო. ევროპულ კომიტეტს, რომელიც „ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის“ (CISAC) ეგიდით ტარდება, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია პირველად მასპინძლობს. CISAC საავტორო უფლებების ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელიც 1926 წელს დაარსდა და აერთიანებს 127 ქვეყნის 227 საავტორო უფლებების ორგანიზაციას, მათ შორის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას. მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. ბოლო წლების განმავლობაში კომიტეტები ჩატარდა ევროპის ისეთ დიდ ქალაქებში როგორებიცაა ვენა, ლისაბონი, ბუდაპეშტი და სხვა. ევროპული კომიტეტი არის ამ ორგანიზაციის ძირითადი ღონისძიება, რომელზეც ყოველწლიურად განიხილება საავტორო უფლებების სფეროს მიმდინარე გლობალური საკითხები. ღონისძიების თბილისში გამართვა ხაზს უსვამს საქართველოში საავტორო უფლებების სფეროს განვითარებას და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით. კომიტეტს 50-მდე ევროპული ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
#დოსიე „ბოშები, არაფრით განსხვავებული მოქალაქეები“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წიგნის საერთაშორისო დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე აღინიშნა
Music Box
წიგნის ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯელობა საავტორო უფლებების შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი საავტორო უფლებების შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავა საავტორო უფლებების სფეროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster