თბილისის მე-19 ჯაზ-ფესტივალი ჯეიმი კალუმის კონცერტით გაიხსნა
10 ნოემბერს, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი ლეგენდარული ბრიტანელი ჯაზ შემსრულებლის - ჯეიმი კალუმის კონცერტით გაიხსნა. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი, 10-13 ნოემბერს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება, თბილისის საკონცერტო დარბაზი ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს მასპინძლობს. 11 ნოემბერს, ქართველი მელომანების წინაშე ვარსკვლავურ ტრიოსთან ერთად გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის 4 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე, ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. 13 ნოემბერს კი, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალს მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს. ფესტივალის პროგრამა: 11 ნოემბერი 20:00 სთ - თბილისის ივენთ ჰოლი -NICHOLAS PAYTON TRIO 12 ნოემბერი- 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - CANDY DULFER \u0026 BAND 13 ნოემბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - GREGORY PORTER. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
რიგით მე-19 თბილისი ჯაზ ფესტივალი ჯეიმი ქალუმმა გახსნა - ვინ...
Music Box
თბილისის მე 19 ჯაზ ფესტივალი
Eastern Promotions
თბილისის მე 19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა - Rustavi2
Eastern Promotions
ჯაზ-ფესტივალის სრული ლაინ აფი ცნობილია
Music Box
ბათუმის ჯაზფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შენგელაიას, როგორც 60-იანი წლების გამორჩეულ რეჟისორს,...
Music Box
#ახალიდღე თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster