ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხატვრო აკადემიის გადარჩენისათვის
11/06/2013
culturegovge culturegovge-ის
მიერ
6 ნოემბერს, სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ კლდიაშვილმა და თბილისის სამხატვრო აკადემიის გადარჩენისა და აღორძინების ფონდის პრეზიდენტმა სოფიკო ჭყონიამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
კულტურის სამინისტროს, სამხატვრო აკადემიასა და ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზანია თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობის გადარჩენა-რეაბილიტაცია და აკადემიის უძველესი ტრადიციების აღორძინება.
თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივ მუშაობას ყველა მიმართულებით, მათ შორის რეაბილიტაციისათვის საჭირო სახსრების მოპოვებას, როგორც სახელმწიფო (საბიუჯეტო), ასევე კერძო წყაროებიდან, მემორანდუმის მიზნების განხორციელებისათვის პროექტებისა და წინადადებების კოორდინირებულ მომზადებას და ა.შ.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა თბილისის სამხატვრო აკადემიის გადარჩენისა და აღორძინების ფონდის პრეზენტაცია, რომელიც დიზაინერ სოფიკო ჭყონიას ინიციატივით დაფუძნდა; მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა სამხატვრო აკადემიის ფონდში დაცული ექსპონატები; ნაჩვენები იქნა დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ამავე შენობის ფოტოები - XIX საუკუნის სასახლე, სადაც იმ პერიოდში საარტისტო წრე ფუნქციონირებდა. დამთვალიერებელმა იხილა თითქმის ყველა, მათ შორის სარკეებიანი დარბაზის ფოტოებიც, რაც შენობისა და ინტერიერის პირვანდელ სახეს ასახავს.
ღონისძიებას ასევე დაესწრენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი,
http://www.culture.gov.ge
/ culturegovge
/ culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045