რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

06.08.2021 02:35

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საკოორდინაციო საბჭომ 10 აგვისტოდან შესაძლოა, შეზღუდვები გაამკაცროს. სამშაბათს დაანონსებულ სხდომაზე, რეგულაციების შესახებ საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე შეთავაზება წარედგინება. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი პუნქტი პირბადეების გამოყენების წესებს შეეხება. აგრეთვე, მოთხოვნებს შორის იქნება ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების გაუქმების საკითხი. ბოლო ერთ დღეში საქართველოში ვირუსი 3780 პირს დაუდასტურდა. ჯამში კი, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობას გადის 39 000-მდე პირი. შემთხვევების ნახტომისებურ მატებას, დარგის სპეციალისტები ინდურ იგივე „დელტა“ შტამს უკავშირებენ, რომელიც სწრაფი გადადებით ხასიათდება. ოჯახის ერთი წევრის ინფიცირების შემთხვევაში, დანარჩენი პირების დაავადება თითქმის გარდაუვალია. საქართველოში გასულ 24 საათში კიდევ 30 ადამიანი დაიღუპა „კოვიდ-19“ით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო