„ნაციონალური მოძრაობა“ ჩახსნილი სიების აღდგენას ითხოვს


დააზარალა თუ არა პოლიტიკურად ოპოზიციის ნაწილი არჩევნების შემდეგ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, - პრობლემა, რომელიც დღეს ნათლად გამოჩნდა ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის იმ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც პარტიებმა ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღეს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ არაერთი მოწოდების მიუხედავად, ცესკო-ს საპარლამენტო სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმართა. ეს არის მიზეზი, რის გამოც დღეს უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ადგილმონაცვლეს ვერ ტოვებენ, მათი პარტიები კი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩნენ.
უკვე დღეს, ბოიკოტის რეჟიმიდან საპარლამენტო საქმიანობაზე გადასული ოპოზიცია, გაუქმებული სიების აღდგენის მოთხოვნით „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, - სალომე ქოქიაშვილი გაგვახსენებს, როგორ მოქმედებდა ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან