ხეოთის ეკლესია - XV-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი
05/13/2022
მეცხრე არხი ახალციხე-ის
მიერ
სოფლის მიმდებარე ტერიტორიები და შემოგარენი მდიდარია ისტორიული ძეგლებითა და კულტურული ფასეულობებით. გამორჩეულია სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია და სამრეკლო. აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის ცნობით, იგი XV-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. ეკლესია ამჟამად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ სამრეკლო, რომელიც 1996 წელს აღუდგენიათ. ორსართულიანი ნაგებობის პირველი სართული სამლოცველოს წარმოადგენს, რომლის ქვეშაც ძვლების სამარხია. მეორე სართული, უშუალოდ სამრეკლოს ფუნქციას ასრულებს. მისი გუმბათი 11 სვეტს ეყრდნობა.
ვიდეო აღებულია სოციალური ქსელიდან.
ვრცლად ნახეთ: https://tv9news.ge/ka/gadacemebi/sofl...
ვიდეო აღებულია სოციალური ქსელიდან.
ვრცლად ნახეთ: https://tv9news.ge/ka/gadacemebi/sofl...