პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

27.05.2021 03:10

რიონის ხეობის დამცველების პროტესტი განახლდა გუმათის დასახლებასთან. დედაქალაქიდან დაბრუნებულ აქტივისტებს ადგილზე რკინის საპოლიციო ჯებირები და სამართალდამცავების გაზრდილი რაოდენობა დახვდა. ამ წუთისთვის ადგილზე სიმშვიდეა. რიონის ხეობის დამცველები დღეს რკინის ჯებირის დაზიანებაზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურებიან. ფაქტს ისინი ზეწოლის მცდელობად აფასებენ და კანონის დარღვევას კატეგორიულად გამორიცხავენ. მათი განცხადებით, პოლიცია ხმაურმა შეაწუხა. თეა აბსარიძე გუმათიდან თემის დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: