თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია

03.06.2019 00:53

თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნური ტბის წარმოქმნის შემდეგ, გასულ წელს აღდგენილი გზა ისევ წყლით დაიფარა. ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეუძლებელია. ახმეტის მერის წარმომადგენელის ინფორმაციით, დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეხვედრა ჩაინიშნა და პრობლემის მოგვარება მყისიერად დაიწყება. ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მონაკვეთია, რომელიც დიდთოვლობის გამო ოქტომბრიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: