კახეთის გუბერნატორთან სამხარეო საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა


კახეთის გუბერნატორთან, სამხარეო საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც, გუბერნატორი, რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ქალაქ თელავის მერი შედიან. საბჭოს მიზანია კახეთის რეგიონის განვითარების გეგმის და მუნიციპალიტეტებში დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნა.
საბჭომ პირველი შეხვედრა უკვე გამართა, რომელზეც სტრუქტურის დებულება მიიღო. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
გუბერნატორის თქმით, გასვლითი სახის შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/Zwn5h6

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან