ინციდენტი არაყიშვილის ქუჩაზე
თბილისში არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია - ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში რჩებიან. თავდასხმის სავარაუდო მოტივს გამოძიება ადგენს. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებული ჯერჯერობით არავინაა. შეიარაღებული თავდასხმა არაყიშვილის ქუჩაზე გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოპედით მოძრავმა ორმა პირმა ორი ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი ტყვია გაისროლა. მათ 25 წლამდე ასაკის ორი კაცი დაჭრეს და დანაშაულის ადგილი დატოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე და ავტომობილში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარეს. მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. დანაშაულის ადგილზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ჩანაწერები, დამნაშავეების იდენტიფიცირების მიზნით, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ჩაფხუტებითა და ნიღბებით გადაადგილდებოდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ინციდენტი არაყიშვილის ქუჩაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძმები კაკულიების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დედაქალაქის მერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი
GIO PRO
ინციდენტი
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
ინციდენტის მოთავე
info9 info99
ინციდენტი კაშხალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster