დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთერთი ფრაქციის თავმჯდომარე დააკავეს. როგორც გამოძიებით დგინდება, საკრებულოს ერთერთი ფრაქციის თავმჯდომარემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით უზრუნველყოფდა ქ.თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. 2021 წლის 29 ივნისს მან მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 30 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 შემოგვიერთდით ტელეგრამის არხზე: https://t.me/multimediageorgia
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
დაკავებულია ამბროლაურის საკრებულოს მაღალჩინოსანი
სააგენტო GUARDIAN GE
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ნინოწმინდაში ერთი პირი დ...
Tbilisi Info
კორუფციის ფაქტი წალენჯიხის მერიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ბორჯომის მერიის ყოფილი მაღ...
ტელეკომპანია ბორჯომი
დაკავება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნინოწმინდაში დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მერიის თანა...
Georgia Daily
ბრალი ქრთამის აღების საქმეზე
Formula News
ლაშა გოგია და გია გულორდავა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster