„ოცნებების სასაფლაოს“ ციფრული ვერსიის პრეზენტაცია
3 ივნისს, კულტურის სამინისტროში გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმის „ოცნებების სასაფლაოს“ ციფრული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და რეჟისორი გიორგი ხაინდრავა გაუძღვნენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმი „ოცნებების სასაფლაო“ სამშობლოში დაბრუნდა. განხორციელდა ნეგატივის რესტავრაცია, მისი გაწმენდა, აღდგენა და ციფრზე გადატანა. აღნიშნული კინოსურათის ერთადერთი ორიგინალი ამ დრომდე საფრანგეთში, კომპანია „Vectracom”-ში ინახებოდა. გიორგი ხაინდრავამ ფილმზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო და გადაღებები 1996 წელს დაასრულა. კინოსურათი აგებულია აფხაზეთის ომის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე და ფილმზე მუშაობაც აფხაზეთში მიმდინარეობდა. პერსონაჟები ომში მონაწილე რეალური გმირები არიან. „ოცნებების სასაფლაო“ არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა ოქროს მედალი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, გრანპრი და კინოკრიტიკოსთა პრემია - შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს არწივი“, უმაღლესი ჯილდო „ღვინის მწარმოებელი ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე“ სან-ფრანცისკოში; გრანპრი და ჟიურის პრიზი „ფიპრესი“ სოჭის საერთაშორისო კინოფესტივალზე „კინოტავრი“. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
„ოცნებების სასაფლაოს“ ციფრული ვერსიის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
„ოცნებების სასაფლაოს“ ციფრული ვერსიის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
"ოცნებების სასაფლაოს" რესტავრაცია ჩაუტარდა - 3.VI.2015
goga khaindrava
ოცნებების სასაფლაო - Graveyard of Dreams
Lekhaindrao Productions
„ოცნებების სასაფლაო“ - 27 სექტემბერი, 00:00
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ოცნებების სასაფლაო" (12) - 27 სექტემბერს, 22:30
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ოცნებების სასაფლაო" - აფხაზეთის თემაზე გადაღებულ ფილმს რესტ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოცნებების სასაფლაო
ემიგრანტი TV