ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება


ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მთავრობის გეგმის გასაჯაროების შემდეგ, ისევ მთავარი საკითხია რამდენად შეძლებს პოლიტიკური სპექტრი ერთობლივ მუშაობას. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპული დავალებების შესრულების იმედი არ აქვთ. მათივე თქმით, ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამოქმედო სტრატეგია გამოწვევებს ვერ პასუხობს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი სამუშაო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამს. ოპოზიციური სპექტრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დეოლიგარქიზაციის პუნქტი, მათი თქმით, მმართველი გუნდი ამის შესრულებას ვერ შეძლებს. სწორედ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით გამართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პრიორიტეტული საკითხი ახლა რეკომენდაციებისა და წარმოდგენილი გეგმის შესრულებაა.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რადიკალური ოპოზიციისგან კონსტრუქციულობის იმედი არ აქვთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან