საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

2021-09-07 00:00:00

დაბალი საარჩევნო ბარიერი და ფრაქციის შექმნის ახალი წესი - ცხარე დებატების შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცებულია. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა პროექტის გარშემო სრული პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს. 126 ხმით პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით და 2%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. თუმცა, დოკუმენტიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას გულისხმობს.\n\nთავის დროზე შარლ მიშელის შეთანხმების მესამე პუნქტის ნაწილს მმართველი გუნდი სამართლებრივ სიმახინჯედ აცხადებს და არ უარყოფს, რომ ამ საკითხზე ნეგატიურ პოზიციას ჯერ კიდევ მიშელის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს აფიქსირებდა. გენპროკურორის არჩევის ახალი წესის მიმართ კრიტიკას დღეს ოპოზიციის ნაწილიც არ მორიდებია. განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს დათმობაზე წასვლა მოუხდა.\n\nშესაბამისად, გენერალური პროკურატურის პირველი პირის არჩევის დღეს მოქმედი წესი ძალაში დარჩება.\n\nეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r\nმოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r\nგამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r\nვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r\nმისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r\nდაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r\nამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან