ვითარება მინეაპოლისში
ისევ დაძაბული ვითარებაა ამერიკის შეერთებული შტატებში, სადაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციები არ წყდება. ქვეყნის მასშტაბით, 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. სამართალდამცველებმა მათ დასარბევად ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. არიან დაშავებულები. ჩიკაგოში პოლიციამ 108 პირი დააკავა. ფილადელფიაში სულ მცირე 13 ოფიცერი დაშავდა. სოლთ ლეიქ სითიში კი, კომენდანტის საათის მიუხედავად, საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც მალევე არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ ექვსი პირი დააკავა, დაშავებულია ერთი ოფიცერი. რეზინის ტყვიების საშუალებით დაარბიეს ლოს ანჯელესში დემონსტრაციის მონაწილეები, რომელთაც პოლიციის ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. ხალხმრავლობა იყო თეთრ სახლთანაც, სადაც უსაფრთხოების მიზნით ეროვნული გვარდიის მობილიზება გამოცხადდა. დემონსტრაციის მონაწილეებმა შენობები დაარბიეს ატლანტაში. რაც შეეხება თავად მინეაპოლისს, საიდანაც საპროტესტო აქციები დაიწყო, აქ 20 საათიდან კომენდანტის რეჟიმი გამოცხადდა, მობილიზებულია შეიარაღებული ძალები და ეროვნული გვარდია. კომენდანტის საათი ამოქმედდა ატლანტაში, ლოს ანჯელესში, ფილადელფიაში, პორტლანდსა და ლუისვილშიც. განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც „მოროდიორები და ანარქისტები“ დაგმო და ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება პარლამენტში - იაგო ხვიჩიას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ზაზა გახელაძის ოჯახში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება პარლამენტში - #მოამბე სპეციალური გამოშვება #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება შეერთებულ შტატებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება პარლამენტში - ირაკლი ზარქუას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება რუსთაველის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება თბილისის ინფექციურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster