გამოკითხვა - „ქართული ოცნების“ 2 წელი ხელისუფლებაში


„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელი გავიდა. როგორია მათი 2-წლიანი მმართველობის შედეგი და გაამართლა თუ არა ხალხის იმედი? ამ კითხვით ტელეკომპანია „თანამგზავრის“ გადამღებმა ჯგუფმა თელავის მოსახლეობას მიმართა. გამოკითხულთა მოსაზრებები არაერთგვაროვანია. მათი ერთი ნაწილი თვლის, რომ „ქართულ ოცნებას“ არასწორი კურსი აქვს აღებული და ქვეყანა უარესობისკენ მიდის. თელაველების მეორე ნაწილის აზრით კი, ისინი დანაპირებს ასრულებენ და აქცენტს ჯანდაცვაზე და უფასო სწავლაზე აკეთებენ. მოსახლეობას ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის იმედი აქვს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1zuyMov

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან