თელეთთან ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

31.08.2019 01:34

ქვემო ქართლში, სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე სომხეთის მოქალაქეა. დაშავებულია 20 პირი. ისინი სხვადსხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ორი რეანიმაციაშია. დაშავებულებიდან 17 პაციენტი სომხეთის მოქალაქეა, ორი საქართველოს, ერთი კი – აზერბაიჯანის. ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარია გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, მომხდარს გამოძიება სწავლობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: