ნავის ჩაძირვას ხუთი მიგრანტი ემსხვერპლა

12.03.2023

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. დაღუპულია ხუთი ადამიანი. თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მათ ნავში მყოფი 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, საბერძნეთის ცნობით კი, კიდევ ხუთი მიგრანტი იმავე ნავიდან, ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს. თურქული მხარის ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის არის ერთი ბავშვი. მიგრანტები ამბობენ, რომ ნავში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად თურქეთისა და საბერძნეთის სანაპირო დაცვა სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ატარებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში, ხმელთაშუა ზღვაში იტალიის სამხრეთით, იტალიელმა მაშველებმა სამი ოპერაციის შედეგად 1300-ზე მეტი მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: