პრეზიდენტმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

26.06.2019 02:34

პრეზიდენტმა 20 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლები გადასცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსს და ექიმებს, რომლებმაც 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებს გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს. ღირსების მედლები გადაეცათ „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ - ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს, სოლომონ როსტომაშვილს. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას თბილისის მერის მოადგილე დაესწრო. დედაქალაქის მერის სახელით თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „მადლობის სიგელი“ გადასცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მთელ გუნდს. 235 თანამშრომელს ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საერთაშორისო კონგრესი - „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“
01:32

საერთაშორისო კონგრესი - „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილება
03:12

საქართველოს COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ირაკლი მენაღარიშვილის ისტორია - საქართველოს დაბადება
01:49:48

ირაკლი მენაღარიშვილის ისტორია - საქართველოს დაბადება

პრეზიდენტმა ჯანდაცვის სექტორს სასუნთქი აპარატები გადასცა
02:07

პრეზიდენტმა ჯანდაცვის სექტორს სასუნთქი აპარატები გადასცა

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტი
00:36

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს
01:48

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ახალი საავადმყოფო ახმეტაში
01:19

ახალი საავადმყოფო ახმეტაში

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება
00:38

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო