„კახეთის საინფორმაციო ცენტრი\" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის დაბლოკვაში ადანაშაულებს. ცენტრის ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, საქმე ეხება გურჯაანში საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსს, რომელიც ჩაიშალა და რის შესახებაც იგი სამინისტროს საჯარო ინფორმაციას სთხოვდა. მთივლიშვილის განცხადებით, უწყებამ ეს ინფორმაცია მას დაგვიანებით და არასრულად მიაწოდა.
ჟურნალისტის პრეტენზიებს პასუხობენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნატა ასათიანი მთვილიშვილის შენიშვნებს არ იზიარებს და ამბობს, რომ მათი მოთხოვნის საპასუხოდ, შესაბამისი წერილი და დართული დოკუმენტაცია „კახეთის საინფორმაციო ცენტრს\" სრულად გადაეცა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1jDLx8K