ავტო-მოტო სპორტის დარგში, ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შემცირდა
რუსთავში არსებულ ავტოდრომს ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შეეცვალა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 მარტის #193 დადგენილების თანახმად, ავტო-მოტო სპორტის დარგში, ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შემცირდა და 2022 წლის 1 იანვრამდე დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1%-ით განისაზღვრა. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ცვლილების შედეგად, შესაძლებელი გახდება გამოთავსუფლებული თანხის რეინვესტირება სპორტის ხელშეწყობაში. აქამდე არსებული განაკვეთით ავტო-მოტო სპორტის დარგში ჩართულ კერძო ორგანიზაციებს ქონების გადასახადის ნაწილში დიდი საგადასახადო ვალდებულებები უგროვდებოდათ. სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის ცვლილების შესახებ დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. 2015 წელს სპორტულ ობიექტებს ქონების გადასახადზე შეღავათი თბილისის საკრებულომ დაუწესა. საგადასახადო შეღავათი სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე არსებულ ქონებას, კერძოდ სპორტულ დარბაზებს, საფეხბურთო სტადიონებს, საცურაო აუზებს და სხვა სპორტულ ობიექტებს შეეხო. უწყების ცნობით, ავტოდრომზე შენდება საერთაშორისო დონის კარტინგის ტრასა, რომელიც მაისში ოფიციალურად გაიხსნება. მისი დათვალიერება სტუმრებისა და ჟურნალისტებისთვის დღესვე იქნება შესაძლებელი. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარციას, რუსთავის მერიისა და საკრებულოს, საავტომობილო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელებს და რუსთავის ავტოდრომის მფლობელებს შეხვდა.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსთავის ავტოდრომს ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შე...
msy georgia
ავტო-მოტო სპორტის მოყვარულები ქუთაისში ავტოდრომისთვის ადგილი...
Rioni.TV
ჯგუფი საუნდი და სალომე გასვიანი - თეთრი ზღაპარი / JGUFI SAUN...
Exclusive TV Music Official
აჩიკო მეფარიძე აუდიო ალბომი / Achiko Mefaridze Audio Album
Exclusive TV Music Official
აჩიკო მეფარიძე - მაჩუქე ეს ღამე / Achiko Mefaridze - Machuqe...
Exclusive TV Music Official
ბაიკო ასლამაზაშვილი - შალომ / Baiko Aslamazishvili - Shalom
Exclusive TV Music Official
ლალა ივანიშვილი - კარგი იყო არ გამეცან თავიდან
Exclusive TV Music Official
ჯგუფი საუნდი - ისევ დამესიზმრები / JGUFI SAUND - ISEV DAMESI...
Exclusive TV Music Official