პრე-აქსელერაციის პროგრამა „შარქ თენქის“ მონაწილეებისთვის
პროექტ „შარქ თენქ საქართველოს“ პირველი სეზონის მონაწილეები, პირველი არხის ინიციატივით და დაფინანსებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამას გაივლიან. პროგრამა ჯამში სამ კვირას მოიცავს. პირველი ორი კვირა თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს დაეთმობა, ხოლო მესამე კვირა ინდივიდუალური კონსულტაციებით იქნება დატვირთული. ტრენინგების სერია საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გახსნა. „შარქ თენქ საქართველოს“ მეორე სეზონი საქართველოს პირველი არხის ეთერში სულ მალე დაიწყება. SONY Pictures-ის პოპულარულ სატელევიზიო მეგაშოუს საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს წინა წლის ნოემბრიდან სთავაზობს. პირველ სეზონზე დაფინანსდა პროექტის 14 მონაწილე და ჯამში $1.5 მილიონზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ეს არის პირველი არხის მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც დამწყებ ბიზნესს საშუალებას აძლევს, ინვესტიცია მოიპოვოს, პროცესს კი, მაყურებელს საინტერესო ფორმით სთავაზობს. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრე-აქსელერაციის პროგრამა კახეთში
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
პრე-აქსელერაციის პროგრამა ამბროლაურში
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
პრე-აქსელერაციის პროგრამა სამეგრელოს რეგიონისთვის
Clevertone
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ ოფიციალური გახს...
CaucasusUniversity
JET29 - თსუ-ს პრე-აქსელერაციის პროგრამა
Business Media Georgia
სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე
Impact Hub Tbilisi
სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე
Impact Hub Tbilisi
Impact Hub Tbilisi - სტარტაპ პრე-აქსელერატორი
Impact Hub Tbilisi