ლარი გაუფასურებას განაგრძობს


ლარი დღესაც დაეცა. 12:44 - პარასკევთან შედარებით, ეროვნული ვალუტა მცირედითY ისევ გაუფასურებულია. სავალუტო რყვევის ფონზე ოპტიმისტურადაა განწყობილი ფინანსთა მინისტრი, თუმცა საგანგაშოა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პროგნოზი. ნოდარ ჯავახიშვილი მღელვარების საშიშროებაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ, თუ დოლარის ფასი 2 ლარსა და 54 თეთრს მიაღწევს, ქართული ეკონომიკა მსგავს კურსს ვერ გაუძლებს. და ეს მაშინ, როცა წინა კვირას სავალუტო ჯიხურებში დოლარის ღირებულება 2:50-ის ფარგლებში მერყეობდა. მთავრობის წევრთა პოზიციას არ ემთხვევა ჯავახიშვილის კომენტარის ის ნაწილიც, რომელიც ეროვნული ბანკიდან ცალკე გამოყოფილ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეხება. სწორედ მინისტრის უარყოფითი პოზიციის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააგენტოს ეროვნული ბანკიდან გამიჯვნას პრეზიდენტთან დაპირისპირების ჭრილში კიდევ ერთხელ განიხილავს. ვეტოდაძლეული კანონით შექმნილი სააგენტოს გარშემო პოლიტიკური დავა ხვალიდან სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს. საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო ოპოზიციის სარჩელი შედის.
არაერთგვაროვანი პროგნოზები და სავალუტო რყევები: რა ელის ლარს-გიორგი ფუტკარაძე მოგვითხრობს მთავრობის ადმინისტრაციიდან.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან