კომიტეტების გაერთიანებული სხდომა


ოკუპირებულ გალსა და ახალგორში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობს მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. თეა ახვლედიანი მოხსენებით წარსდგა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ განსაკუთრებით რთულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისათვის გადაადგილების შეზღუდვა. აქცენტი გაკეთდა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“-  რომელიც სამ  მიმართულებას მოიცავს.  მათ შორისაა სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა, განათლების ხელმისაწვდომობა და შეუზღუდავი მიმოსვლა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან