ინტერვიუ პაველ ჰერჩინსკისთან


მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა და უნდა გადაწყვიტოს, თუ სად დგას ის. დიპლომატმა თავის მხრივ განმარტა ისიც, რომ შემდეგ გაფართოებაზე ევროკავშირი ალიანსში საქართველოს მიღებაზე თანხმდება, თუკი თავად ქვეყანა იქნება დაინტერესებული. ინტერვიუში ევროკავშირის ელჩი კიდევ ერთხელ ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებას და ფაქტს უარყოფითად აფასებს, თუმცა აცხადებს იმასაც, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის შესახებ მოლაპარაკების გახსნამდე დრო კიდევ რჩება, და თუკი იარსებებს ნება, იარსებებს შანსიც. ჰერჩინსკი ამბობს: „ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, ჩვენ შეგვიძლია დავეწიოთ პროცესს და მივაღწიოთ იმგვარ პროგრესს, რომ ოქტომბერში ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცეს“- აცხადებს ევროკავშირის ელჩი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან