თურქეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

04/11/2019
Maestro Television-ის მიერ

თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო ჰურიეთი ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, სპეცოპერაცია იზმირში ჩაატარეს. დაკავებულია 10 უცხოელი, რომლებსაც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში სდებენ ბრალს.თურქული მედიის ინფორმაციით, ცხრა დაკავებული სირიის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.ჩხრეკის შედეგად ამოღებულია არალიცენზირებული იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ნაღდი ფული და სხვა დოკუმენტები.

Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi

ვიდეოები „Maestro Television"-ისგან