თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის საქმე

13.04.2019 00:39

თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამ დროისთვის საემიგრაციო სამსახურში იმყოფება. თურქული მედიის ინფორმაციით, მას საქართველოში გადმოიყვანენ. გადაწყვეტილება თურქულმა სასამართლომ გუშინ საღამოს მიიღო. დეპორტაცია სირიის კიდევ ცხრა მოქალაქეს ემუქრება, რომლებიც ასევე ქალაქ იზმირში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. მათ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი ედებათ ბრალი. ჩხრეკისას ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკები, არალიცენზირებული იარაღი, ფული და დოკუმენტები. იზმირში დაკავებული საქართველოს მოქალაქე თურქეთში უნივერსიტეტში სწავლობდა და არსებული ინფორმაციით, ის ბათუმში ცხოვრობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო