2 მილიონ 640 ათასი ლარის ღირებულების ტენდერების საჩივრის განხილვა დავების საბჭოში
საჩივრის განხილვა დავების საბჭოში. 26 სექტემბერს დავების საბჭოში „უსაფრთხო სივრცის" 4 საჩივარი შევიდა, რომლითაც სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე გამოცხადებული 4 ტენდერი (სპა 130019990; სპა 130019989; სპა 130019988; სპა 130019986) გასაჩივრდა. ტენდერების საერთო ღირებულებამ, ჯამში, 2 მილიონ 640 ათასი ლარი შეადგინა. საჩივრების განხილვა დღეს, 17 საათზე იგეგმება. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერით, თბილისის რამდენიმე რაიონში უნდა აღიწეროს ხეები, ბუჩქები, ურნები, წყლის სოკოები, დეკორატიული ქოთნები, სკამები,კედლის სანათი, პროჟექტორი, მონუმენტი და ა.შ. ტენდერის შემსრულებელმა ორგანიზაციამ თან რუკაზე უნდა დაიტანოს თითოეული ობიექტი, თან განსაზღვროს რომელ ხეს უნდა ჩაუტარდეს ფორმირება, გადაბელვა, რომელია ხმელი, არახმელი და ა.შ. ამ ყველაფრის განსაზღვრა და შესრულება სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სატენდერო დოკუმენტაციით კი არ არის განსაზღვრული რა კვალიფიკაციის, რომელი პროფესიის წარმომადგენლებმა უნდა განახორციელონ შესაბამისი მომსახურება; საჩივრების იურიდიული საფუძველი შემდეგია: სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და მოცულობა; ტენდერები ატვირთულია სატყეო მეურნეობებთან დაკავშირებული მომსახურეობების CPV კოდით, რეალურად, კი გამოცხადებული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურებები სცდება სატყეო მეურნეობებთან დაკავშირებულ მომსახურებებს; არ არის დადგენილი ზუსტი ფართობი იმ ტერიტორიისა, სადაც უნდა ჩატარედეს ინვენტარიზაცია , შესაბამისად შემსრულებელ კომპანიას ვერ გადაეცემა ზუსტი საზღვარი, თუ რის ფარგლებში არის ჩასატარებელი მომ სახურება; გაუგებარია როგორ უნდა განხორციელდეს ტექნიკურ დავალებაში მოცემულ ტერიტორიებზე არსებული ხეებისა და ბუჩქების ინვენტარიზაცია, როცა საქართველოს კანონმდებლობით არცაა განსაზღვრული რომელია ახალგაზრდა ხე/ბუჩქი და რომელი ზრდასრული, რომელს ესაჭიროება ფორმირება და რომელს გადაბელვა. http://safespace-tbilisi.com/index.ph...
მსგავსი ვიდეოები
ზიარში პირველი სასტუმრო გაიხსნა-ინვესტიცია1 მილიონი ლარია
telekompania gurjaani
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვი იზრდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#საქმიანიდილა - 28 ნოემბერი - პროლოგი
Business Media Georgia
2 მილიონ ლარიანი საათი ეშმაკის ბორბალზე მერია თანხას ქალაქ...
ქართული ტელევიზია
ენმ ხულოს გამგეობას 2 მილიონ-ნახევრის დროულად ათვისებისკენ მ...
TV 25
პოლიციამ 2 მილიონ-ნახევარ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკული სა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
უცხოური ტურიზმის სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კოვიდრეგულაციები და პროტესტი ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster