დავით ზალკალიანი ლიბიელ კოლეგას შეხვდა

26.09.2018 00:31

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ლიბიელ კოლეგასთან, მოჰამედ ტაჰასიალასთან გამართა შეხვედრა, სანტვინსენტის და გრენადინების მინისტრთან ლიუს სტრაკერთან კი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ლიბიელ კოლეგასთან  შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთოების პარალელურად, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილეს. სანტვინსენტისა და გრენადინების მინისტრთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით კი მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები უფრო  მეტად განვითარდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: