არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები


არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამაც. მმართველი პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ, 29 867 ხმა მიიღო, რაც 91,92 %-ია. გრიგოლ ვაშაძემ კი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელია, 2 627 ხმა მიიღო - 8,08 % უდრის. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 92 პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო გრიგოლ შუშანიას 2590 ხმა ერგო.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 33 823 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 21,85%-ია. საოლქო კომისიაში სულ 5 საჩივარი შევიდა, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იმარჯვებს 21-ე ოლქშიც, რომელიც  ზესტაფონი -ბაღდათი-ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს.

საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 34,45% შეადგინა. რაც შეეხება წინასწარი მონაცემებით გამარჯვებულ კანდიდატს, ბეჟან წაქაძის განცხადებით, ოლქში შემავალი ოთხი რაიონიდან ყველაზე მეტი პრობლემა ტყიბულშია და ამ მიმართულებით გეგმის შემუშავებაა საჭირო. მისივე  თქმით, მთავარი პრიორიტეტი დასაქმება, ბიზნესის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან