ჭიათურაში პროტესტის ნიშნად პირი ქალებმაც ამოიკერეს

05/25/2021

www.Mtisambebi.ge - ჭიათურაში \"ჯორჯიან მანგანეზის\" კოროხნალის მაღაროსთან პროტესტის მონაწილე კაცები მე-15, ხოლო ქალები მე-5 დღეა პირამოკერილები შიმშილობენ.

„რადგან ყურადღება არ მოგვაქციეს, ქალებმაც ამოვიკერეთ პირი და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ან სიკვდილი, ან სიცოცხლე, სხვა გზა უბრალოდ არ დაგვიტოვეს. ინგრევა ყველაფერი და ჩვენ ამას ხელს ვერ ვუშლით, ამიტომ ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გვიწევს ჩვენი მამაპაპისეული მიწების და სახლ-კარის დაცვა\"

შუქრუთის მოსახლეობა \"ჯორჯიან მანგანეზისგან\" კომპენსაციების გადახდას ითხოვს, რადგან სოფლის ქვეშ მაღაროს მუშაობის შედეგად, საცხოვრებელი სახლები დაზიანდა და ინგრევა.

ნახეთ „მთის ამბების“ რეპორტაჟი შუქრუთიდან
https://bit.ly/3f6ZUmV

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან