„მოვდივარ!“ - რესპუბლიკის მოედანზე აქცია იწყება


პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია იწყება, სახელწოდებით - „მოვდივარ!“ . სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული შეკრების მთავარი სლოგანი ასეთია - „არა ომს! – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას.“ ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია აპოლიტიკურია და პოლარიზაციასთან, ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებთან და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, საზოგადოების წუხილს გამოხატავს. აქციის შემდეგ, ორგანიზატორები რეზიუმეს სახით, საზოგადოებრივი აზრის შესახებ წერილს მოამზადებენ.

გიორგი კობერიძე იმყოფება პირველი რესპუბლიკის მოედანზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან