3 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში VI საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტს დაესწრო. კლასიკური მუსიკის ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურის პალატის ორგანიზებით გაიმართა.
ლიანა ისაკაძის მოწვევით, დასკვნით კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილმა მუსიკოსებმა, მათ შორის ფლეიტისტმა იოსი არნჰეიმმა, ვიოლონჩელისტმა ალექსანდრ კნიაზევმა და პიანისტმა სერგეი ბაბაიანმა. კამერულ ორკესტრს „ვირტუოზები“ ცნობილმა ლიტველმა დირიჟორმა გინტარას რინკევიჩუსმა უდირიჟორა. კონცერტზე შესრულდა მოცარტის, მენდელსონისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები.
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი \"ღამის სერენადები\" პირველად 1982 წელს ბიჭვინთაში გაიმართა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს განახლდა.
ფესტივალის დასკვნით კონცერტს ასევე დაესწრნენ მინსიტრის მოადგილეები კახა კანდელაკი და მანანა ბერიკაშვილი.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045