ოპოზიციის გეგმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის
07/23/2021
ოპოზიციის საარჩევნო ერთობა დიდი ალბათობით არც ამჯერად შედგება.
როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის გზები გადაიკვეთა, საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს კი მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამოუკიდებელი გეგმები და სტრატეგია აქვს. მათ შორის არის გიორგი ვაშაძე, რომელიც უახლოეს პერიოდში მაჟორიტარულ ოლქებში და პროპორციულ ნაწილში საკუთარი კანდიდატების წარდგენას აპირებს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც რამდენიმე პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ორშაბათს გავიგებთ, იბრძოლებს თუ არა დედაქალაქის მერობისთვის ალეკო ელისაშვილი, რომლის პარტია, ისევე როგორც „გირჩი“, არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ შანსებს სკეპტიკურად აფასებს. კონსულტაციების რეჟიმშია და ჯერ გეგმა არ წარმოუდგენია „ლელოს“. ამ ფონზე „ევროპული საქართველო“ დიდ ქალაქებში კვლავ ოპოზიციის საერთო გეგმით მოქმედების, ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების და კომპრომისების აუცილებლობაზე საუბრობს და კოორდინაციის იმედს არ კარგავს.
თამუნა წიკლაური არკვევდა, ვინ რა კონფიგურაციით ჩაერთვება თვითმმართველობის არჩევნებში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.