მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
03/23/2023
„ჩამოსვლის დღიდან, სააკაშვილს ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მიუღია, კარგი არაფერი ახსოვს. აქედან გამომდინარე, ელოდება ყველაფერს მხოლოდ ცუდს, მადლობის მაგივრად ეს მიიღო“, – ამის შესახებ გიული ალასანიამ განაცხადა. ექსპრეზიდენტის დედა შვილის მოსანახულებლად დღეს კლინიკაში იმყოფებოდა. „ვივამედის“ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, გიული ალასანია და ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პოლიტიკური გადაწყვეტილებას უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ „ვივამედმა“ პენიტენციურ დაწესებულებას მიმართა, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, კლინიკის განმარტებით, ის მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.
კლინიკა „ვივამედის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებენ პოლიტიკოსებიც. მათი ნაწილი ბრალდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მთლიანად იუსტიციის მინისტრს აკისრებს. მეორე ნაწილის თქმით კი, სააკაშვილის კლინიკიდან გადაყვანა „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის, რადგან მისი „ვივამედში“ ყოფნა მმართველი პარტიისთვის პატიმარ სააკაშვილზე ზრუნვის მტკიცებულებაა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.